საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინტენსიური კურსი „შესავალი გერმანულ სამოქალაქო სამართალში“ (გერმანულ ენაზე)


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს გაზაფხულის სემესტრში სთავაზობს ინტენსიურ გერმანულენოვან სალექციო კურსს - „შესავალი გერმანულ სამოქალაქო სამართალში.“ შემოთავაზებული კურსი მოიცავს 5 შეხვედრას (15 აკადემიური საათი), რომლის  ფარგლებშიც სტუდენტები გაეცნობიან გერმანული სამოქალაქო სამართლის სისტემას და დაეუფლებიან შესაბამის გერმანულ სამართლებრივ ტერმინოლოგიას. პროგრამის ფარგლებში განხილული იქნება გერმანული სამოქალაქო სამართლის ძირითადი ცნებები, პრინციპები და კაზუსების ამოხსნის გერმანული მოდელი. კურსი ორიენტირებულია სტუდენტებს გამოუმუშავოს გერმანული და კონტინენტურ ევროპული სამართლის მიმართულებით მომუშავე იურისტებისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარები, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას როგორც ქართულ, ასევე ევროპულ დასაქმების ბაზარზე. კურსი სტუდენტებს ასევე ხელს შეუწყობს დამოუკიდებლად შეძლონ გერმანული და კონტინენტურ ევროპული სამართლის მიმართულებით კვლევების განხორციელება და სამეცნიერო ნაშრომების მოზმადება. 

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

• Überblick über die gesetzlichen Regelungen und Methodik der zivilrechtlichen Rechtsanwendung;

• Vertraglicher Eigentumserwerb;

• Vertragsrecht: Recht der Leistungsstörungen und Mängelgewährleistung;

• Bereicherungsrecht, Sachenrecht, Deliktsrecht;

• Anforderungen an das akademische und praktische juristische Schreiben;

კურსის ფარგლებში მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა. აქედან:  30 ქულა -  ჯგუფში აქტიურობა; 30 ქულა - კაზუსის ამოხსნა გერმანულ ენაზე (ალტერნატივა: 15 ქულა - კაზუსის ამოხსნა ქართულ ენაზე); 40 ქულა -  2-3 გვერდის მოცულობის ესე გერმანულ ენაზე (ალტერნატივა: 20 ქულა - ესე ინგლისურ ენაზე).

კურსს გაუძღვება აღმოსავლეთ ევროპის სამართლებრივი სივრცის ექსპერტი, მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის ყოფილი სამეცნიერო რეფერენტი, ამავე ინსტიტუტში „რუსეთისა და დსთ-ის სხვა ქვეყნების“ ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი (2007-2018 წწ) დოქ. ეუგენია კურცინსკი-ზინგერი (დამატებითი ინფორმაცია კურსის ხელმძღვანელის შესახებ - www.kurzynsky.de ).

ასისტენტი: თსუ-ის იურიდიული ფაკულტენტის დოქტორანტი გივი ადამია.

კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანადრთულ დოკუმენტში.

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ დოკუმენტში მითითებული ლიტერატურა განკუთვნილია გერმანელი სტუდენტებისთვის და კურსის ფარგლებში არ იქნება იმის მოლოდინი, რომ მონაწილეები სრულყოფილად შეძლებენ აღნიშნული ტექსტების დამუშავებასა და გაგებას.


იხ. კურსის აღწერილობა გერმანულ ენაზე.

თარიღი: 13/02/2020